თბილისში, ყაზბეგის გამზირის 29 ა ნომერთან ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
ადგილზე კრიმინალისტები გვიანობამდე მუშაობდნენ, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი.
ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.
გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
