ცხინვალის ციხიდან საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს
ცხინვალის ციხიდან საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს
10:26 23.11.2016
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ციხიდან საქართველოს ორი მოქალაქე ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.
ძმები გაბარაევები ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით გაასამართლეს, თუმცა ახლობლების განცხადებით, მათ გამყოფი ზოლი არ გადაუკვეთიათ.

გათავისუფლებული მოქალაქეების ოჯახის წევრების თქმით, ძმები ხუთი დღის წინ სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეშას აგროვებდნენ, როდესაც რუსმა სამხედროებმა დააკავეს.

ბეჭდვა