თბილისში, დოლიძის ქუჩის მახლობლად, ზაურ ბოლქვაძის ქუჩაზე შუახნის მამაკაცის დანაწევრებული
ცხედარი იპოვეს.
ცხედარი ამავე ქუჩაზე მცხოვრები ერთ-ერთი მამაკაცის სახლში, ჩანთაში მოთავსებული აღმოაჩინეს.
ადგილობრივების განცხადებით, გარდაცვლილი მათი მეზობელი არაა. მათივე თქმით, კაცი, რომლის სახლშიც ცხედარი იპოვეს მარტო ცხოვრობდა და ხშირად სვამდა. ის პოლიციაში გადაიყვანეს.
საქმის გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
