უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ “რუსთავი 2”-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო.
კოლეგიის გადაწყვეტილებით, საქმე განსახილველად უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას გადაეცა.
ამის შესახებ „რუსთავი2“-ის იურისტებს უზენაესი სასამართლოდან აცნობეს.
უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა საკასაციო ინსტანციის სასამართლოა, რომელიც განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებს განიხილავს.
