თბილისში, ვახუშტი ბაგრატიონის N5-ში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი,
საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე, გამთენიისას, მაცხოვრებლებმა ნახეს.
მისი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, რადგან თან არანაირი საბუთი არ ჰქონია.
ადგილობრივების განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი სიმაღლიდან გადმოხტა.
„როგორც ამბობენ სიმაღლიდან გადმოხტა. აქ არ ცხოვრობდა. ვერაფერი ვერ გაიგეს, ვერ დადგინეს ვინაა-არც საბუთები ჰქონდა და არც მობილური“-განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
გამოძიება 115-ე მუხლთ დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
