საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე
დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (166.96 გრ.) და ოქროს ჯართი (85.54 გრ.) აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 14,505.77 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 14,505.77 ლარის ოდენობით შეეფარდათ.
