საქართველოს მთავარ პროკურატურაში ახლადშექმნილი სამართალწარმოების პროცესში დაშვებული
დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის წარმომადგენლები ე.წ. გახმაურებულ საქმეებში ბრალდებულებსა და მათ ადვოკატებს ხვდებიან.
შეხვედრაზე ყოფილი მსჯავრდებულის, ნორა კვიციანის საქმეზეც იმსჯელებენ.
ნორა კვიციანის ადვოკატის განცხადებით, სასამართლო იმ გამოძიების შესახებ იმსჯელებს, რომელიც ნორა კვიციანის მიერ სასჯელის უკანონო მოხდასთან დაკავშირებით შეტანილი განცხადების გამო დაიწყო.
„ხელახლა მოხდა საქმის გამოძიება. ჩვენი მოთხოვნა იყო მოხსნილიყო ის ბრალდება რომელიც მას უკანონოდ ჰქონდა. ის სასჯელი, რომელიც მან მოიხადა იყო უკანონო. ამის გამო შეტანილი იქნა განცხადება, ჩატარდა გამოძიება და სასამართლო ამ გამოძიებს შესახებ იმსჯელებს“- განაცხადა ნორა კვიციანის ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ კვიციანი სასჯელს უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის გამო იხდიდა და მან სასჯელაღსრულების დაწესებულება ვადაზე ადრე დატოვა.
