შსს მამუკა ჯიბლაძის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას არ ფლობს
შსს მამუკა ჯიბლაძის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას არ ფლობს
11:58 16.06.2012
გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლის მამუკა ჯიბლაძის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დროისთვის რაიმე ახალ ინფორმაციას არ ფლობს. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა განუცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მამუკა ჯიბლაძის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ოჯახმა რამდენიმე დღის წინ მიმართა.

მამუკა ჯიბლაძე გამოცდების ცენტრში კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობდა. ის 11 ივნისს 14:00 საათზე ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელს მაია მიმინოშვილს უნდა შეხვედროდა და შემდეგ ლექციაზე წასულიყო. სახლიდან გამოსვლის შემდეგ ჯიბლაძე არავის უნახავს.
მამუკა ჯიბლაძემ გამოცდების ეროვნული ცენტრი იმ 60 თანამშრომელთან ერთად დატოვა, რომლებიც სამსახურიდან პროტესტის ნიშნად, ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების გამო წამოვიდნენ.

ბეჭდვა