გლდანის მე-6 მიკრორაიონში მომხდარი ავტოავარიის შედეგად შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ინციდენტის შედეგად დაშავებულია კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ერთ-ერთი თვითმხილველი ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავს, რომ გზაზე ორივე მგზავრი ერთად გადადიოდა, რა დროსაც მათ სწრაფად მიმავალი ,,BMW-ს’’ მარკის ავტომობილი დაეჯახა. ხანშიშესული მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო ახალგაზრდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
