რუსთავში, მტკვარმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა. გარდაცვლილი 21 წლის ბიჭის
ცხედარი მეთევზეება ხელებშეკრული იპოვეს.
გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნება.
„ვიღაცას მოუკლავს, დაუბამს და წყალში ჩაუგია. მეთევზეებმა ასე იპოვესო. არსებობს ვერსია, თავი მოიკლაო, მაგრამ სისულელე იქნება ეგ-ხელებშეკრული როგორ მოიკლავდა თავს“-განაცხადა გარდაცვლილის ახლობელმა.
როგორც შსს-ში განმარტავენ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულიხმობს.
