ვარკეთილში აფეთქება მოხდა
ვარკეთილში აფეთქება მოხდა
13:47 31.10.2016
თბილისში, ვარკეთილში ავტოფარეხში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.
როგორც ადგილობრივები განმარტავენ, ავტოფარეხი საცხოვრებელ ფართად იყო გადაკეთებული და იქ ერთ-ერთი ოჯახი ქირით ცხოვრობდა.
შემთხვევის დროს სახლში 22 წლის მამაკაცი იმყოფებოდა, ის ძლიერი დამწვრობით საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების შეფასებით, ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.


ბეჭდვა