საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს 12 მოსამართლეს უვადოდ დანიშნავს.
კანდიდატებს შორის ის მოსამართლეებიც არიან, ვისაც 3 წლიანი გამოსაცდელი ვადა ხვალ ეწურებათ.
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს, ნატა ნაზღაიძეს კენჭი უკვე უყარეს. მას მხარი იუსტიციის საბჭოს 14 - მა წევრმა დაუჭირა.
კენჭისყრის პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს.
საქართველოს იუსტიცის უმაღლესი საბჭოს მდივნის, ლევან მურუსიძის განცხადებით, მოსამართლეებისთვის გასაუბრებაზე კონკრეტული კითხვები არ დაუსვამთ.
„არავითარი ამორჩევა არ ყოფილა. კანონის თანახმად, ვინც დაინიშნა 3 წლის წინ, მათ ვადა ხვალ ეწურებათ, სწორედ მათი კენჭისყრა მოხდება. ზოგადად, შეკითხვები, როგორ ართმევს მოსამართლე თავს გახმაურებული საქმეების განხილვას დასმული იქნა ყველა მოსამართლის მიმართ. კონკრეტულ თემებზე საუბარი არ ყოფილა.
შეიძლება ხშირად მოსამართლის გადაწყვეტილება განსხვავებული იყოს საზოგადოებაში არსებული აზრისგან. საზოგადოებრივი აზრი ყველა სფეროშო ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მოსამართლისთვის მთავარია კანონი, მტკიცებულებები და შინაგანი რწმენა.
მოსამართლეს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ანგარიშს ვერ მოვთხოვთ“- განაცხადა მურუსიძემ.
შეგახასენებთ, რომ დღეს დანიშნული მოსამართლეები მოსამართლის უფლება-მოსილებას საპენსიო ასაკამდე განახორციელებენ.
