სააპელაციო სასამართლო „ბურჯთან“ და „ელიტა ბურჯთნ“ დაკავშირებით დადგენილებას ხვალ გამოაცხადებს
სააპელაციო სასამართლო „ბურჯთან“ და „ელიტა ბურჯთნ“ დაკავშირებით დადგენილებას ხვალ გამოაცხადებს
17:49 14.06.2012
თბილისის სააპელაციო სასამართლო დადგენილებას კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის საჩივარზე, რომელიც კომპანიებს შპს „ბურჯს“ და „ელიტა ბურჯს“ უკავშირდება, ხვალ გამოაცხადებს.
საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის მიმართ კონტროლის პალატის ბრალდებას - კომპანიების შპს „ბურჯისა“ და „ელიტა ბურჯის“ რესურსების პოლიტიკური და წინასაარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების შესახებ.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ივანიშვილმა საკუთარი მატერიალური სახსრებით პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის მისი კუთვნილი კომპანიების „ბურჯისა“ და „ელიტა ბურჯის“ სახელზე 239 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება დაარეგისტრირა, რომლებიც პოლიტიკურ პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ უსასყიდლოდ ემსახურებოდნენ.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე ბიძინა ივანიშვილი 22 მილიონ 429 ათას 941 ლარით დააჯარიმა, რის შემდეგაც ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს მიმართეს.
მოსამართლეებმა მერაბ ლომიძემ, ირაკლი შენგელიამ და ლეილა მამულაშვილმა არ დააკმაყოფილეს დაცვის მხარის შუამდგომლობები.
მოსამართლე ლომიძემ პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ სასამართლო დადგენილებას ხვალ 15.00 საათზე გამოაცხადებს.

ბეჭდვა