კომპანია "გლობალ ტვ"-ის ამერიკელი მეწილე დღეს თბილისში დააკავეს.
როგორც „ნიუსპრესს“ ადვოკატმა ლილი გელაშვილმა განუცხადა, მას ამის შესახებ ადვოკატმა ეკა ბესელიამ შეატყობინა.
გელაშვილი განმარტავს, რომ მისი ინფორმაციით, კომპანიის ამერიკელი მეწილე აეროპორტში იქნა დაკავებული.
„სხვა ინფორმაციას ამ წუთში არ ვფლობ, რადგან მეც ახლა მივდივარ აეროპორტში და დეტალები იქ გახდება“ - განუცხადა „ნიუსპრესს“ გელაშვილმა.
