კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის 100%-იანი კანონიერი უფლება აქვთ.
როგორც დღეს პრესკონფერენციაზე ადვოკატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, პრეზიდენტ სააკაშვილს სამართლებრივი უფლება არ ჰქონდა ივანიშვილისთვის, გამონაკლისის წესით მინიჭებული მოქალაქეობა ჩამოერთვა.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით აღიარა, რომ საგამონაკლისო წესით მინიჭებული მოქალაქეობის ჩამორთმევას ქართული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს“-განაცხადა ქუცნაშვილმა.
მისი თქმით, პრეზიდენტი მოქმედებდა როგორც არაუფლებამოსილი პირი, შესაბამისად, მის მიერ გამოცემული აქტი, ბათილად უნდა იქნას ცნობილი.
როგორც ქუცნაშვილმა აღნიშნა, ხვალ 10.00 საათზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში ივანიშვილის ადვოკატების საჩივრის განხილვაა დანიშნული. მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი იქნება.
