ეკა ბესელია-სააკაშვილის მხრდიან დღეს ამომრჩევლის მოსყიდვას ჰქონდა ადგილი
ეკა ბესელია-სააკაშვილის მხრდიან დღეს ამომრჩევლის მოსყიდვას ჰქონდა ადგილი
15:15 13.06.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ადვოკატი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამომრჩევლის მოსყიდვის დანაშაული ჩაიდინა,  როდესაც ავლაბრის რეზიდენციაში პედაგოგებსა და ბაგა-ბაღების აღმზრდელებს თითო ბოთლი ღვინო გადასცა. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბესელიამ აღნიშნა კონტროლის პალატის მიერ დადგენილი სტანდარტების თანახმად, საჩუქარი რომელიც ას ლარზე ნაკლები ღირებულებისაა მოსყიდვათ ითვლება, ხოლო ას ლარზე მეტი ღირებულების საჩუქრის გადაცემა, უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. იმავდროულად, იმ ნივთებს შორის, რომლის გადაცემა ამომრჩევლისთვის ნებადართულია, ღვინო არ ფიგურირებს.

ბესელიას განმარტებით, ხელისუფლების მხრიდან ამ ტიპის მოსყიდვის ფაქტები ყოველდღიურ ხასიათს ატარებს. ამის დასტურად მან, მერიის სამსახურების მიერ გამოცხადებული ტრენინგები და ინგლისურისა და კომპიუტერის უფასო კურსები მოიყვანა.

„ეს ყველაფერი ამომრჩევლის მოსყიდვაა, მაგრამ ამ ქვეყანაში დადგინდა სტანდარტი, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ყველაფერი ნებადართულია. სააკაშვილს შეუძლია კანონი დაარღვიოს და პასუხი არ მოსთხოვონ “ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილისთვის ყველაფერი აკრძალულია“ - განაცახდა ბესელიამ.

დღესვე, იგი ინიციატივით გამოვიდა, რომ პრეზიდენტის მიერ პედაგოგებისთვის ღვინის გადაცემის ფაქტზე კოალიციამ კონტროლის პალატას მიმართოს და მასზე რეაგირება მოითხოვოს.

ბეჭდვა