პაპუაშვილსა და სამ მოსამართლეს დღეს უფლებამოსილების ვადა ეწურებათ
პაპუაშვილსა და სამ მოსამართლეს დღეს უფლებამოსილების ვადა ეწურებათ
09:30 30.09.2016
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს, მათ შორის სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს, დღეს უფლებამოსილების ვადა ეწურება.
ცნობილია იმ სამი ადამიანის ვინაობა, რომლებიც ვაკანტურ პოსტებს დაიკავებენ. ესენი არიან: თემურ ტუღუში, გიორგი კვერენჩხილაძე და ირინა იმერლიშვილი. საკონსტიტუციო სასამართლოს მეოთხე წევრს კი შემდეგი მოწვევის პარლამენტი დაამტკიცებს.
ახალი მოსამართლეების ინაუგურაცია 2 ოქტომბერს გაიმართება. ცერემონიას პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე დაესწრებიან.

ბეჭდვა