საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს, მათ შორის სასამართლოს თავმჯდომარეს,
გიორგი პაპუაშვილს, ხვალ უფლებამოსილების ვადა ეწურება.
ცნობილია იმ სამი ადამიანის ვინაობა, რომლებიც ვაკანტურ პოსტებს დაიკავებენ. ესენი არიან: თემურ ტუღუში, გიორგი კვერენჩხილაძე და ირინა იმერლიშვილი. საკონსტიტუციო სასამართლოს მეოთხე წევრს კი შემდეგი მოწვევის პარლამენტი დაამტკიცებს.
ახალი მოსამართლეების ინაუგურაცია 2 ოქტომბერს გაიმართება. ცერემონიას პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე დაესწრებიან.
