სააპელაციო სასამართლომ შპს „მენეჯმენტ სერვისს“ კონტროლის პალატის მიერ დაკისრებული ჯარიმა გაუნახევრა.
როგორც „ნიუსპრესს“ კოალიცია „ქართული ოცნების“ იურისტმა ეკა ბესელიამ განუცხადა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტლებით, „მენეჯმენტ სერვისს“ 2 მლნ 300 ათასი ლარის გადახდა მოუწევს.
თუმცა, ბესელიას განცხადებით, ეს უსამართლო გადაწყვეტილებაა და საქმის მომზადდების შემდეგ, მას სტრაბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ.
კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა შპს „მენეჯმენტ-სერვისის“ წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 11 მაისს შეადგინა და ის სამი პოლიტიკური გაერთიანების - „რესპუბლიკური პარტიის“, „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ და „ეროვნული ფორუმის“ სასარგებლოდ უკანონო შემოწირულობის განხორციელებაში დადანაშაულების გზით, 5 მლნ-მდე ლარით დააჯარიმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, კონტროლის პალატის დადგენილების ძალაში დატოვების გამო, ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს მიმართეს.
