საზოგადოებრივი მოძრაობა „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების მამართ არაადამიანური მოპყრობის კიდევ ერთ ფატს ასახელებს.
როგორც მოძრაობაში აცხადებენ, ამის კიდევ ერთი მაგალითი პატიმარი გიორგი ოქროპირიძეა, რომელზეც, მათი ინფორმაციით, მუდმივად ხორციელდება სხვადასხვა ტიპის ზეწოლა.
„სოლიდარობა უკანონო პატიმრებს ინფორმაციით“ ოქროპირიძემ ამ მიზეზის გამო, სახალხო დამცველის წარმომადგენლებსთან შეხვედრა მოითხოვა.
„როგორც ოქროპირიძე აღწერს, მასზე მუდმივად ზეწოლა ხორციელდება, იგი ასახელებს კონკრეტულ გვარებსაც და აღნიშნავს, რომ მძიმე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. მას აქვს მძიმე დაავადებები და იმის მიუხედავად, რომ გადაყვანილი იქნას სამკურნალო დაწესებულებაში, დახურული ტიპის საპატიმროში ამყოფებენ. პატიმარი აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით მოწამვლას უპირებენ და ლიკვიდაციით ემუქრებიან. ყველაფერ ამასთან დაკავშირებით მან შიმშილობა გამოაცხადა და დახმარებას ითხოვს“ - ნათქვამია მოძრაობა „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ განცხადებაში.
ორგანიზაცია მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს აღნიშნული საქმით დაინტერესდნენ და გამოძიება დაიწყონ.
