მთავარი პროკურატურის ინიაციატივით დღეს "ლიტერატურულ კაფეში" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ ქართულ ინტელიგენციას ნარკოდანაშაულის კვლევის შედეგები გააცნო.
მისი თქმით ნარკოდანაშაულის რაოდენობა ქვეყანაში 2011 წელს მნიშვნელოვნად შემცირდა, გასულ წელს 2010 წელთან შედარებით 32%-ით ნაკლები ნარკოდანაშაულია აღრიცხული. 2007 წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით კი ნარკოდანაშაულის კლება 53,1% შეადგენს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გამოკითხულთა 82% ნარკომოვაჭრეთა მიმართ კანონის მთელი სიმკაცრით ამოქმედებას მოითხოვს.
