სააპელაციო სასამართლოში „მენეჯმეტ სერვისის“ დაჯარიმების ფაქტზე საჩივარს განიხილავენ
სააპელაციო სასამართლოში „მენეჯმეტ სერვისის“ დაჯარიმების ფაქტზე საჩივარს განიხილავენ
11:16 12.06.2012
თბილისის სააპელაციო სასამართლოში შპს „მენეჯმეტ სერვისის“ 5 მილიონით დაჯარიმების თაობაზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის განხილვა მიმდინარეობს.
პროცესს კოალიცია „ქართული ოცნების“ ადვოკატი ალექსანდრე ბარამიძე ესწრება.
კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა შპს „მენეჯმენტ-სერვისის“ წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 11 მაისს შეადგინა და ის სამი პოლიტიკური გაერთიანების - „რესპუბლიკური პარტიის“, „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ და „ეროვნული ფორუმის“ სასარგებლოდ უკანონო შემოწირულობების განხორციელებაში დადანაშაულების გზით, 5 მლნ-მდე ლარით დააჯარიმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა კონტროლის პალატის დადგენილება, შესაბამისად, ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს მიმართეს.

ბეჭდვა