სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ხვალ საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ 2007 წელს შეტანილი
სარჩელის შემაჯამებელი განხილვა გაიმართება.
სარჩელი 2006 წელს რუსეთის ტერიტორიზე ქართველების მიმართ ადამიანის უფლებების მასიურ დარღვევას შეეხება. კერძოდ, ეთნიკური ნიშნით მასობრივ დაკავებას, არასათანდო მოპყრობასა და დეპორტაციას.
ქართული მხარის პოზიციით, 2006 წელს რუსეთმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია დაარღვია.
რუსეთი არ ეთანხმება საქართველოს პოზიციას და აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეების მიმართ რეპრესიული ხასიათის ღონისძიებები არ განხორციელებულა.
ქართული მხარის სარჩელი ევროპულმა სასამართლომ 2009 წელს წარმოებაში მიიღო, ხოლო 2011 წელს ორივე მხარის მოწმეები და დაზარალებულები დაკითხა.
სასამართლო განხილვაში მონაწილეობის მისაღებად ქართული დელეგაციის ნაწილი სტრასბურგში უკვე გაემგზავრა.
