სასამართლომ ბიძინა ივანიშვილი 126 220 190 ლარით დააჯარიმა
სასამართლომ ბიძინა ივანიშვილი 126 220 190 ლარით დააჯარიმა
15:59 11.06.2012
თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი 126 220 190 ათასი ლარით დააჯარიმა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ დღევანდელ პროცესზე გამოიტანა, სადაც კონტროლის პალატის მიერ ივანიშვილის წინააღმდეგ შედგენილ სამართალდარღვევათა ოქმს განიხილავდნენ.
კონტროლის პალატა ბიძინა ივანიშვილს წინასაარჩევნოდ პოლიტიკური მიზნით, ამომრჩევლისთვის ,,გლობალ ტვ“-ს სატელიტური ანტენების უსასყიდლოდ გადაცემაში სდებდა ბრალს.
როგორც ადვოკატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, დაცვის მხარეს ყველა მტკიცებულება ჰქონდა კონტროლის პალატის ბრალდების გასაქარწყლებლად, თუმცა, მისი თქმით, სასამართლო და კონტროლის პალატა ერთი მხარეა, სასამართლო არ იზიარებს მტკიცებულებებს, რადგან გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია.
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მანანა კობახიძის განცხადებით, სასამართლოს დადგენილება გასაჩივრდება, თუმცა, იგი აქვე აღნიშნავს, რომ ქართული სასამართლოსგან ობიექტურ გადაწყვეტილებას არ ელის.


ბეჭდვა