ზუგდიდში სამი არასრულწლოვანი პირობით მსჯავრდებული საგანმანათლებლო პროგრამაში ჩაერთო
ზუგდიდში სამი არასრულწლოვანი პირობით მსჯავრდებული საგანმანათლებლო პროგრამაში ჩაერთო
15:02 11.06.2012
სამეგრელოს და ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს დახმარებით, ზუგდიდში სამი არასრულწლოვანი პირობით მსჯავრდებული საგანმანათლებლო პროგრამაში ჩაერთო.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაცია „თემის განვითარების ცენტრი”-ს ბაზაზე ორი პრობაციონერი კომპიუტერის საოფისე პროგრამების სამთვიან კურსს გაივლის, ერთი მოზარდი კი - ინგლისურ ენას 8 თვის განმავლობაში იწავლის. კურსის დასრულების შემდეგ პრობაციონერებს სერთიფიკატებს გადასცემენ.

პრობაციის ბიუროები პირობით მსჯავრდებულებს საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვისა და დასაქმების თაობაზე რეკომენდაციას, რისკებისა და საჭიროებების შეფასების პროცესში გამოვლენილი პრობლემების გათვალისწინებით უწევენ.

ბეჭდვა