პოლიციამ დედოფლისწყაროში დარღვევით მოძრავი ავტომობილის, ,,ფორდ ტრანზიტის“ მძღოლი დააკვა და 10 დღე-ღამით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ სოფელ გამარჯვებაში მცხოვრები გია პოპიაშვილი ავტომობილს უსაფრთხოების ღვეედის გარეშე მართავდა.
შსს-ს ინფორმაციით, საჯარიმო ქვითრის შედგენისას მან პოლიციელების მიმართ აგრესია გამოხატა და პოლიციის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც დედოფლისწყაროს რაიონულმა სასამართლომ მას 10 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
