უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში“ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციიის წარმომადგენლებს სასამართლო
გადაწყვეტილებების საძიებო ახალი ელექტრონული პროგრამა წარუდგინა.
კუბლაშვილის განცხადებით, ამიერიდან აღნიშნული პროგრამა სასამართლოს გადაწყვეტილებებს დაინტერესებული პირისთვის საჯაროს და ინტერნეტის მეშვეობით ხელმისაწვდომს გახდის.
მისი განმარტებით, საქართველოს ყველა რეგიონის სასამართლოების გადაწყვეტილებები სპეციალურ ვებ-გვერდზე აიტვირთება. ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს სპეციალური კოდი მიენიჭება. გარდა ამისა, მას შეეძლება გაეცნოს არამარტო გადაწყვეტილებას, არამედ საქმის შესახებ ნებისმიერ ინფორმაციას.
