ხათუნა კალმახელიძემ პროფესორ-მასწავლებლებს სიგელები გადასცა
ხათუნა კალმახელიძემ პროფესორ-მასწავლებლებს სიგელები გადასცა
15:41 23.02.2012
ხათუნა კალმახელიძემ დღეს მსჯავრდებულთა პროფესიული განათლების პროგრამაში ჩართულ პროფესორ-მასწავლებლებს მადლობის სიგელები გადასცა.
პენიტენციურ სისტემაში საგანმანათლებლო - სარეაბილიტაციო სახლების ამოქმედების შედეგად მსჯავრდებულები სხვადასხვა პროფესიებს ეუფლებიან. სწავლების დასრულების შემდეგ ისინი სერთიფიკატებს მიიღებენ, რომელსაც სასჯელის მოხდის შემდეგ გამოიყენებენ.
სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით "საგანმანათლებლო - სარეაბილიტაციო სახლები" ეტაპობრივად ყველა დაწესებულებაში ამოქმედდება და პროფესიული განათლება ყველა მსჯავრდებულისთვის ხელმისაწვდომი იქნება

ბეჭდვა