თბილისში აბუსერიძის ქუჩაზე სამსართულიან შენობას, სადაც სხვა ობიექტებთან ერთად ბამბის საამქრო და
სტამბა იყო განთავსებული, ცეცხლი გაუჩნდა.
ხანძრის შდეგად 800 კვადრატულ მეტრამდე ფართობია დამწვარი.
ცეცხლის სალიკვიდაციოდ 13 სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულება.
წინასწარი ინფორმაციით ზარალი საკმაოდ დიდია.
ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ისინი დაზარალებულებს დახმარებას დაპირდნენ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მუშაობს.
