სადახლოში ერთდროულად 200-მდე ადამიანი მოიწამლა
სადახლოში ერთდროულად 200-მდე ადამიანი მოიწამლა
10:10 30.08.2016
სადახლოში ერთდროულად, 200-მდე ადამიანი მოიწამლა. ისინი აღნიშნული დიაგნოზით მარნეულის რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს.

მოწამლულებს შორის არიან ბავშვებიც.

ისინი ერთ ქორწილში იმყოფებოდნენ, ამიტომ ინტოქსიკაციის მიზეზი, სავარაუდოდ, საკვები გახდა.
ექიმების განცხადებით, პაციენტთა მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ბეჭდვა