საია „ქართული ოცნების“ დღევანდელ აქციას დააკვირდება
საია „ქართული ოცნების“ დღევანდელ აქციას დააკვირდება
09:43 10.06.2012
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ კოალიცია „ქართული ოცნების” მიერ ქუთაისში  დღეს დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება.
როგორც „ნიუსპრესს“ საია-დან აცნობეს, დაკვირვებას ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებენ.
საია-ს ინფორმაციით, მონიტორინგი პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული საჯარო შეხვედრების მიმდინარეობის, შეკრებების და მანიფესტაციის უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს.
„ორგანიზაციის დამკვირვებლები ქუთაისში მიმდინარე მოვლენებს მონიტორინგს გაუწევენ, რომლებიც აქციის ორგანიზებას და აქციაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება“- აცხადებენ საია-ში.
საია და “სამართლიანი არჩევნები” იმედოვნებენ, რომ აქცია მშვიდობიან გარემოში ჩატარდება და სახელმწიფო ორგანოები შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობით დადგენილ გარანტიებს უზრუნველყოფენ.

ბეჭდვა