აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტებს აქტივები გაუყინა
აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტებს აქტივები გაუყინა
17:51 08.06.2012
ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტებს ამერიკის ფინანსთა დეპარტამენტმა აქტივები გაუყინა.
შავ სიაში კახა და ლაშა შუშანაშვილები, ასევე კობა შემაზაშვილი, თემურ მირზოევი და ვლადიმერ ვაკინი მოხვდნენ.
აშშ-ს მთავარ საფინანსო უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში მიიღეს.
„ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ორგანიზებული დანაშაულის დასამარცხებლად, ასევე, ის დაიცავს აშშ-ს საფინანსო სისტემას არაკანონიერი აქტივების ბრუნვისაგან“ - განაცხადა ამერიკის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დეივიდ კოენმა.
ოფიციალურმა ვაშინგტონმა ქართველი კრიმინალური ავტორიტეტების შავ სიაში შეყვანასთან ერთად, ამერიკის მოქალაქეებს მათთან ნებისმიერი სახის საქმიანი ურთიერთობა აუკრძალა.

ბეჭდვა