სასამართლომ გადაწყვეტილება გაზეთ " ასავალ დასავალის" სასარგებლოდ გამოიტანა
სასამართლომ გადაწყვეტილება გაზეთ " ასავალ დასავალის" სასარგებლოდ გამოიტანა
14:07 23.02.2012
უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება გაზეთ "ასავალ-დასავალის" სასარგებლოდ გამოიტანა.  ამის შესახებ დღეს უზენაეს სასამართლოში გამართულ ბრიფინგზე, სპიკერმა მოსამართლემ ნინო ქადაგიძემ განაცხადა.
ალექსანდრე ფოცხიშვილის სარჩელი , რომელიც ბრალს დებდა გაზეთ "ასავალ-დასავალის" იმის თაობაზე, რომ გაზეთმა მის შესახებ ცილისმწამებლური წერილი გამოქვეყნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
ალექსანდრე ფოცხიშვილი ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა.
როგორც უზენაესი სასამართლოს ოფიციალურ წერილშია აღნიშნული სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას ძირითადად "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონით იხელმძღვანელა.
მათივე განცხადებით სადავო წერილში მითითებული გამონათქვამები არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო ცილისწამებად, რადგან იგი არ შეიცავდა კონკრეტული ფაქტების მტკიცების პრეტენზიას და სადავო წერილში მითითებული გამონათქვამები მხოლოდ მისი ავტორის მოსაზრებების გავრცელებას ემსახურებოდა.


ბეჭდვა