შსს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდა აქტივისტების დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
შსს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდა აქტივისტების დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
17:02 07.06.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდა აქტივისტების დაკავებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო  ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
„2012 წლის 6 ივნისს ქ. ქუთაისის პოლიციის სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 164 მუხლით. აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის, პოლიციის მიერ, ა/წ 7 ივნისს, ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან - მიხეილ ამაშუკელი, გაგა ამბროლაძე და მიხეილ მესხი“ - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნული პირები ქუთაისის პოლიციის სამმართველოში იკითხებოდნენ.

ბეჭდვა