ქუთაისის პოლიციაში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდა აქტივისტების დაკითხვა მიმდინარებს
ქუთაისის პოლიციაში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდა აქტივისტების დაკითხვა მიმდინარებს
12:41 07.06.2012
ქუთაისის პოლიციაში „ქართული ოცნების“ წევრების დაკითხვა მიმდინარებს.
როგორც „ნიუსპრესის“ ქუთაისის ბიუროს კორესპონდენტი იუწყება, ამ წუთებში  პოლიციის თანამშრომლები კოალიციის აქტივისტს მიშა მესხს კითხავენ. დაკითხვა ქუთასის სამმართველოს შენობაში გუშინ გვიან ღამით დაიწყო და დღეს დილით განახლდა.
საქმე ეხება 5 ივნისს ქალაქში „ქართული ოცნების“ აქტივისტების მიერ ფლაერების დარიგებას, რომლითაც ისინი ხალხს 10 ივნისს ქუთაისში დაგეგმილ მიტინგზე იწვევდნენ. ფლაერებში მოქალაქეებს საშუალება აქვთ საკუთარი ოცნება მიუთითონ. ამაში კონტროლის პალატამ ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნები დაინახა და პროკურატურას რეაგირებისკენ მოუწოდა. გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის მთავარმა სამმართველომ გამოძება უკვე დაიწყო.


ბეჭდვა