იუსტიციის სამინისტრო სტუდენტებს საჯარო სამსახურის ინოვაციების კვლევაში მონაწილეობას სთავაზობს.
როგორც „ნიუსპრესს“ იუსტიციის სამინისტროდან
აცნობეს, პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა ბიზნესის ადმინისტრირების, საჯარო მართვის ფაკულტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის და მაგისტრატურის სტუდენტებს მიეცემათ.
პროგრამის პრეზენტაცია იუსტიციის სასწავლო ცენტრში გაიმართა. ღონისძიებას თბილისის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები ესწრებოდნენ.
როგორც პრეზენტაციაზე აღნიშნა, საჯარო სამსახურში დანერგილი სიახლეების კვლევის საჭიროება იმ პროექტების სიმრავლემ წარმოშვა, რომლებსაც სახელმწიფო უწყებები სხვადასხვა მიმათულებით ახორციელებს.
იუსტიციის სამინისტროში დანერგილმა მიდგომებმა სპეციალური კველევის ჩატარების საჭიროება წარმოქმნა, რომელიც საჯარო სამსახურებში დანერგილ ინოვაციებს შეისწავლის, შეაჯამებს და სამომავლოდ, მათი განვითარების პერსპექტივებს გამოკვეთს.
პროგრამაში მოანაწილე ათი სტუდენტი კონკურსის წესით შეირჩევა. პირევლ ეტაპზე შერჩეულ სტუდენტებთან გასაუბრება ჩატარდება, საბოლოოდ კი, საჯარო სამსახურში ინოვაციების კვლევას ათი სტუდენტი განახორციელებს.
