კონტროლოს პალატა დეპუტატ დავით ბეჟუაშვილის საქმეზე მოკვლევას აგრძელებს
კონტროლოს პალატა დეპუტატ დავით ბეჟუაშვილის საქმეზე მოკვლევას აგრძელებს
18:44 06.06.2012
საქართველოს კონტროლის პალატა მაჟორიტარ დეპუტატ დავით ბეჟუაშვილის საქმეზე მოკვლევას აგრძელებს.

შესაბამისი განცხადება დღეს კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურმა გაავრცელა.

როგორც განცხადებაშია განმარტებული, საუბარია 5 ივნისს მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ბეჟუაშვილი, ასურეთობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მოსახლეობას სადღესასწაულო სუფრით გაუმასპინძლდა.

კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წინასწარი შეფასებით, ამ ფაქტის შესწავლა მონიტორინგის მანდატის ფარგლებში ექცევა. შესაბამისად, მონიტორინგის სამსახური აღნიშნულთან დაკავშირებით გარემოებების გამოკვლევას აგრძელებს.

კონტროლის პალატის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ ფაქტთან მიმართულებით ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების პროცესში მონიტორინგის სამსახური ყველა დაინტერესებულ პირთან ითანამშრომლებს.

ბეჭდვა