იუსტიციის სასწავლო ცენტრში არასრულწლოვანთა დანაშაულის საკითხებზე ტრენინგი დაიწო
იუსტიციის სასწავლო ცენტრში არასრულწლოვანთა დანაშაულის საკითხებზე ტრენინგი დაიწო
13:46 06.06.2012
იუსტიციის სასწავლო ცენტრში არასრულწლოვანთა დანაშაულის საკითხებზე ტრეინინგი მიმდინარეობს.
როგორც „ნიუსპრესს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, სწავლებას  ლიტველი ექსპერტები - ლიტვის ზოგადი პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის ექსპერტები მარიუს ულოზასი და ნერიუს მიგინისი უძღვებიან.
სამინისტროს ინფორმაციით, სემინარზე პრობლემური და კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდების ქცევითი თავისებურებების და მათი ემოციური პრობლემების იდენტიფიკაციის საშუალებებს, ანტისოციალური ქცევის არასრულწლოვნებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარების მეთოდებს, მათთვის საჭირო სევრისების განსაზღვრას და შეთავაზებას განიხილავენ.
ტრეინინგის მიზანი იუსტიციის სამინისტროს ახალგაზრდული პროექტების მენეჯერებისთვის არასრულწლოვანთა დანაშაულის საკითხებზე უცხოური გამოცდილების გაზიარებაა.
ტრეინინგი იუსტიციის სამინისტროს იმ თანამშრომლებისთვის არის გათვალიწინებული, რომლებიც არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილ პროექტებში მონაწილეობენ.

ბეჭდვა