თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ წარმოებაში მიიღო ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრის’’ სარჩელი - კიკვიძის პარკში პოლიციის შენობის ასაშენებლად თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 9 მარტის ბრძანების ბათილად ცნობისა და პარკში პირვანდელი მდგომარეობის აღდგენასთან დაკავშირებით.
„იმედი მაქვს, რომ პროცესი ჩვენი გამარჯვებით და კიკვიძის პარკში პოლიციის მშენებარე შენობის დემონტაჟით დასრულდება, რადგან თბილისის არქიტექტურის სამსახურის ბრძანება თბილისის საკრებულოს არაერთ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება“ - განაცხადა ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრის’’ ხელმძღვანელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ.
ადმინისტარციული საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ მირანდა ერემაძემ სასამართლო პროცესი 21 ივნისს 10 საათზე დანიშნა.
"ეკოლოგიური სამართლის ცენტრის" იურისტმა ნიკოლოზ მჟავანაძემ თბილისის მერიაში კიკვიძის პარკის გაჩეხვასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული საჩივარი 25 თებერვალს შეიტანა.
