საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით მესამე საქმის განხილვა იმართება
საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით მესამე საქმის განხილვა იმართება
12:55 04.06.2012
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, დამამძიმებელ გარემოებებში გაზრახ მკვლელობის ბრალდების საქმეზე, ნაფიც მსაჯულთა განსჯადი მესამე   სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, ნაფიც მსაჯულთა ღია სასამართლო სხდომას თბილისის საქალაქო სასამართლოს, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილი უძღვება.
სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოადგენენ. ასევე, მხარეებს მიეცემათ საშუალება საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები სასამართლოს წარუდგინონ.
შესავალ სიტყვამდე ნაფიცმა მსაჯულებმა ფიცი დადეს და უფროსი ნაფიცი მსაჯული წილისყრით აირჩიეს.
ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა კონფიდენციალურია. მათი უსაფრთხოების მიზნით, სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირებს და პროცესის მონაწილეებს მსაჯულთა ვინაობის გამხელა ეკრძალებათ.

ბეჭდვა