ინტერნეტ პორტალებზე კიბერშეტევის განხორციელებაში ეჭვმიტანილი დააკავეს
ინტერნეტ პორტალებზე კიბერშეტევის განხორციელებაში ეჭვმიტანილი დააკავეს
09:59 04.06.2012
სამართალდამცავებმა 1993 წელს დაბადებული ლევან დარჯანია დააკავეს, რომელსაც კომპიუტერული პროგრამის უკანონოდ დამზადებასა და გავრცელებაში ედება ბრალი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, 31 მაისს სამინისტროში სხვადასხვა ინტერნეტ პორტალზე კიბერშეტევის განხორციელების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

„ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, პოლიციის მიერ დაკავებულია ლევან დარჯანია, რომელსაც კომპიუტერული პროგრამის უკანონოდ დამზადებასა და გავრცელებაში ედება ბრალი, რამაც ინტერნეტ პორტალების ფუნქციონირების განზრახ შეფერხება გამოიწვია“- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ლევან დარჯანია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაშია ბრალდებული.

ბეჭდვა