ქდმ პატიმრების სიკვდიალიანობასთან დაკავშირებული საქმეების გამოძიებას ითხოვს
ქდმ პატიმრების სიკვდიალიანობასთან დაკავშირებული საქმეების გამოძიებას ითხოვს
12:46 03.06.2012
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ პატიმრების გარდაცვალებასთან დაკავშირებული საქმეების გამოძიების დაჩქარებას ითხოვს.
სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ დარღვევებზე და პატიმართა გარდაცვალების ფაქტებზე დღეს „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ბაკურიძემ ისაუბრა.
მისი თქმით, 2012 წლის პირველ დეკადაში სახალხო დამცველის მონაცემებით, 150 პატიმარია გარდაცვლილი, თუმცა, მისივე განმარტებით, ეს რიცხვი 2-ჯერ უფრო მეტია.
„სასჯელაღსრულების სისტემაში დღეს ბევრად უფრო მძიმე პირობებში არიან პატიმრები, ვიდრე ბაჩო ახალაიას ხელმძღვანელობის დროს იყო“ - განაცხადა ბაკურიძემ და დასძინა, რომ აღნიშნული სისტემის ხელმძღვანელები ერთმანეთს პატიმართა სასტიკ მოპყრობაში ეჯიბრებიან.
როგორც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, 1 მაისს გლდანის მე-8 საპყრობილეში 39 წლის პატიმარი ზაუბარ დელიანიძე გარდაიცვალა, მანადე კი - 17 და 27 აპრილს მის სანახავად მისულ ოჯახის წევრებსა და ადვოკატს პატიმრის ნახვის უფლება არ მისცეს, გარდაცლილს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა.
„ვითხოვთ, დაჩქარდეს იმ საქმეების გამოძიება, რომლებიც პატიმრების სიკვდიალიანობასთანაა დაკავშირებული, შეწყდეს მსჯავრებულების მიმართ არაადამიანური მოპყრობა“ - განაცხადა ბაკურიძემ.
მისი თქმით, დანაშაულის შემკვეთი, მფარველი და შემსრულებელი თავად სასჯელაღსრულების სამინისტროა.


ბეჭდვა