მარტვილში ორგანიზაცია “წმინდა გიორგის სადროშოსა” და „მონარქისტული კავშირის“ აქტივისტი აკაკი გაბისონია დააკავეს.
როგოც „ნიუსპრესს“ პოლიტიკური მოძრაობა „თეთრებიდან“ აცნობეს, გაბისონია იმავდროულად მარტვილის რაიონსა და სამეგრელოს რეგიონში „თეთრების“ კოორდინატორი და პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელია.
„თეთრების“ ინფორმაციით, „წმინდა გიორგის სადროშოს“ აქტივისტს ნოდარ ჯღარკავას პოლიციის ჩარევით კუთვნილი ფართი ჩამოართვეს, რათა მას ის ოპოზიციური ძალების ოფისად არ გამოეყენებინა. გაბისონიას დაკავების მიზეზი სწორედ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პროტესტის გამოხატვა გახდა.
პოლიტიკური მოძრაობა „თეთრები“ ხელისუფლებას ძალადობისა და ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
