შსს 13 თებერვლის აფეთქების მცდელობის უკან უცხოურ კვალს ხედავს
შსს 13 თებერვლის აფეთქების მცდელობის უკან უცხოურ კვალს ხედავს
12:58 02.06.2012
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წლის 13 თებერვალს მომხდარი აფეთქების მცდელობის ფაქტის გამოძიებას აგრძელებს.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტის უკან უცხოური კვალი იკვეთება.
შემთხვევა 13 თებერვალს, თბილისში მოხდა. ისრაელის საელჩოს თანამშრომლის, რომან ხაჩატურიანის პირად ავტომობილში ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს, რომელიც დროულად გააუვნებელყვეს.
რომან ხაჩატურიანი საქართველოს მოქალაქეა და საელჩოში მძღოლად მუშაობს.

ბეჭდვა