შსს-ს მომსახურების სააგენტოში საბავშვო ვებ-გვერდის პრეზენტაცია გაიმართა
შსს-ს მომსახურების სააგენტოში საბავშვო ვებ-გვერდის პრეზენტაცია გაიმართა
16:42 01.06.2012
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, საბავშვო ვებ-გვერდის www.kids.police.ge პრეზენტაცია გაიმართა.
შსს-ს ინფორმაციით, ვებ-გვერდი ორ ასაკობრივ ჯგუფზეა გათვლილი და ის გასართობ-შემეცნებითი ხასიათისაა.
ვებ-გვერდზე სხვადასხვა სახის ინფორმაცია, თამაშები, კონკურსები და მიმდინარე სიახლეებია განთავსებული. გვერდი მომხმარებლებს პოლიციის სტრუქტურის, მუშაობის წესის გაცნობისა და სამინისტროს ისტორიის შესახებ ინფორმაციის მიღების საშუალებას აძლევს.
პრეზენტაცია საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. მომსახურების სააგენტოს ტერიტორიაზე სპეციალურად საგზაო უსაფრთხოების მოედანი მოეწყო, სადაც მოსწავლეებს შორის ველოსიპედებით შეჯიბრი გაიმართა.
ღონისძიების ბოლოს, გამარჯვებულებს სიმბოლურად, საჩუქრად ველოსიპედის მართვის მოწმობა გადაეცათ.

ბეჭდვა