ვალერი ცერცვაძე – იუსტიციის საბჭოში შესული საჩივრების 95% უსაფუძვლოა
ვალერი ცერცვაძე – იუსტიციის საბჭოში შესული საჩივრების 95% უსაფუძვლოა
16:46 22.02.2012
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ვალერი ცერცვაძის განცხადებით, მოსამართლეებთან დაკავშირებით საბჭოში შესული საჩივრების 95 პროცენტი უსაფუძვლოა.
ამის შესახებ განცხადება ვალერი ცერცვაძემ დღეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და დეპუტატებთან შეხვედრისას გააკეთა. პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებებზე მსჯელობდნენ.
ვალერი ცერცვაძემ აღნიშნა, რომ საჩივრების ავტორებს ჰგონიათ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მოსამართლის გადაწყვეტილების შეცვლა შეუძლია და ხშირად ყოფილა შემთხვევები, რომ ამის გამოს ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების ვადები გამოუტოვებიათ.
მისივე თქმით, საბჭოში შესული საჩივრების ავტორთა უმეტესობა განაწყენებული ადამიანები არიან, რომელთაც არც კი იციან, რომ ზემდგომი სასამართლო არსებობს.

ბეჭდვა