ხათუნა კალმახელიძემ №17-ე დაწესებულებაში მშენებარე სამედიცინო პუნქტი დაათვალიერა
ხათუნა კალმახელიძემ №17-ე დაწესებულებაში მშენებარე სამედიცინო პუნქტი დაათვალიერა
14:01 01.06.2012
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ დღეს №17-ე დაწესებულებაში პირველადი ჯანდაცვისთვის განკუთვნილი მშენებარე სამედიცინო პუნქტი დაათვალიერა.
როგორც „ნიუსპრესს“ სასჯელაღსრულების სამინისტროდან აცნობეს, სამინისტროს მიმდინარე წლის პრიორიტეტი სამედიცინო სერვისზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა, რასაც პენიტენციურ სისტემაში პირველადი ჯანდაცვის სისტემის დანერგვით უზრუნველყოფს.
სამინისტროს ინფორმაციით, ახალ შენობაში პირველადი ჯანდაცვის ექვსი გუნდი იმუშავებს და მედპერსონალს ეფექტიანი სამედიცინო სერვისის განსახორციელებლად სათანადო პირობები ექნება.

ბეჭდვა