,,განახლებული საქართველოსთვის“ ახალგაზრდული მოძრაობის წევრებს საპატიმროდან დღეს გაათავისუფლებენ
,,განახლებული საქართველოსთვის“ ახალგაზრდული მოძრაობის წევრებს საპატიმროდან დღეს გაათავისუფლებენ
10:30 01.06.2012
პარტია ,,განახლებული საქართველოსთვის“ ახალგაზრდული მოძრაობის სამ წევრს - ლაშა ჯავახიშვილს, დევი ნანობაშვილსა და გოჩა მანჯავიძეს  საპატიმროდან დღეს გაათავისუფლენ.
პარტიის ახალგაზრდული მოძრაობის წევრებს 20 დღიანი პატიმრობის ვადა დღეს ეწურება.
საპატიმროდან გათავისუფლებულ ახალგაზრდებს სამმართველოსთან ,,განახლებული საქართველოსთვის“ ლიდერები და ახალგაზრდული მოძრაობის აქტივისტები დახვდებიან.
ახალგაზრდული მოძრაობის სამი წევრი პოლიციამ მიმდინარე წლის 12 მაისს თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნლთა აქციის დროს დააკავა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ ახალგაზრდა აქტივისტებს 20 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის შეუფარდა.
პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერის სოსო გიორგაძის განცხადებით, სასამართლო პროცესი კანონდარღვევით ჩატარდა, რადგან პარტიის დაკავებულ წევრებს არ არ მიეცათ საშუალება ესარგებლათ ადვოკატის მომსახურებით და დროულად არ განემარტათ თავიანთი უფლებები და მოვალეობები, ასევე, არ დაიკითხნენ პირები, რომლებიც შემთხვევის უშუალო მოწმეები იყვნენ.
დღესვე, პოლიტიკური პარტია ,,განახლებული საქართველოსთვის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერები 26 მაისს ქუთაისში და 29 მაისს თბილისში პარლამენტის წინ პოლიციის მიერ დაკავებულ ახალგაზრდული მოძრაობების - ,,7 ნოემბრის“, ,,სამოქალქო ფრონტის“ და ,,მარო მაყაშვილის საზოგადოების“ წარმომადგენლებს სოლიდარობას გამოუცხადებენ.

ბეჭდვა