კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიების შპს „ბურჯის“ და შპს „ელიტა ბურჯის“ მიერ პოლიტიკური
კოალიცია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მიმდინარე ავტოსატრანსპორტო მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკითხების მონიტორინგს ახორციელებს.
კონტროლის პალატის ინფორმაციით, საკითხის შესწავლა პოლიტიკური სუბიექტის საფინანსო დეკლარაციაში ფაქტობრივ ხარჯებთან შესაბამისობის თვალსაზრისით არსებული აუდიტორული რისკებითაა განპირობებული.
მათი განმარტებით, საქმე ეხება შპს „ბურჯის“ და შპს „ელიტა ბურჯის“ მიერ ჯამში 214 ერთეული, დაახლოებით 4 000 000 მილიონი ლარის ოდენობის სატრანსპორტო საშუალებების (ტოიოტა ჰაი ლუქსის, ჰიუნდაის, მერსედეს ბენცის მარკის ავტობუსების და აშ) შესყიდვას და „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მომსახურების გაწევას.
მონიტორინგის პროცესი ცალკეულ პირთა გამოკითხვასაც ითვალისწინებს.
