თამარ ჩუგოშვილი - პატიმართა არასათანადო მოპყრობის თემა კვლავ აქტუალურია
თამარ ჩუგოშვილი - პატიმართა არასათანადო მოპყრობის თემა კვლავ აქტუალურია
13:06 31.05.2012
საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთობლივი პროექტის „პატიმართა უფლებების გაუმჯობესება-ერთობლივი ადვოკატირება“ პირველი ფაზის შემაჯამებელი შეხვედრა სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალასში“ დაიწყო.

შეხვედრა მიზნად ისახავს, პროექტის ფარგლებში განხოციელებული აქტივობის მიმოხილვას, სასჯელარსრულების დაწესებულებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორების მონიტორინგის შედეგების წარდგენას.

როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოცაციის თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მონიტორინგის შედეგად, საკმაოდ ბევრი პრობლემები აღმოაჩინეს.

მისი თქმით, ყველაზე მეტი პრობლემა გლდანის მე-8 დაწესებულებასა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაშია.

,,გლდანის შემთხვევა განსაკუთრებულია. აქ არიან ბრალდებულები, რომლებსაც სასჯელი არა აქვთ მისჯილი. ისინი ძიების პროცესში იმყოფებიან. ამ ადამიანთა არასათანადო პირობებში ყოფნა ცუდად აისახება ზოგადად გამოძიებაზე“-განაცხადა ჩუგოშვილმა.

ერთობილივი მონიტორინგის შედეგებზე სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა ნათია იმნაძემ ისაუბრა და განაცხადა, რომ წლევანდელი შედეგები გასული წლისგან დადებითი კუთხით არ განსხვავდება.

„არასათანადო მოპყრობის თემა კვლავ ატუალური რჩება. მძიმე მდგომარეობაა გლდანის მე-8 საპყრობილეში. ჩვენ შევიმუშავეთ რეკომენდაციები, რომელიც კანონმდებლობაში უნდა შევიდეს, რათა წამებისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა გაძლიერდეს“ - განაცხადა იმნაძემ.
შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.

ბეჭდვა